აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იაპონურ საინვესტიციო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესებულია ,,მწვანე ქალაქის" პროექტით და აქტიურად მუშაობს პროექტის ინვესტორებთან.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის ბიზნეს გარემო, გაზრდილი ტურისტული ნაკადები, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საინვესტიციო ჯგუფთან შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ"- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.