უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. რიგ მონაკვეთზე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე.