12 დემონსტრანტი დაიღუპა პერუში შეტაკებების შედეგად

10 იანვარი 2023, 10:16 406 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა პერუს სამხრეთში ქალაქ  ხულიაკაში ანტისამთავრობო პროტესტზე შეტაკებების შედეგად-მონაცემებს  ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამმართველო ავრცელებს.  

დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას  და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს გათავისუფლებას მოითხოვნდენ. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია.      

კასტილიოს  18 თვიანი წინასწარი პატიმრობა კონგრესის უკანონოდ დათხოვნის მცდელობისთვის მიუსაჯეს.  იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.  საპროტესტო აქციების მონაწილეები ვადამდელი არჩევნებისა და კასტილიოს გათავისუფლების  გარდა, ახალი პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს გადადგომას, კონგრესის დათხოვნას და საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი