შავ-თეთრი კარნავალი კოლუმბიაში

08 იანვარი 2023, 16:49 655 ნახვა

კოლუმბიის ქალაქ პასტოში ყოველწლიური შავ-თეთრი კარნავალი დაიწყო. კარნავალი ანდების, ამაზონიის და წყნარი ოკეანის სანაპიროს კულტურების შერწყმით წარმოიშვა. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები სახელწოდების შესაბამისად, შავ-თეთღი კოსტუმებით იმოსებიან, თუმცა კარნავალი მაინც ფერადია, რაც კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების სიმბოლოა.

2009 წელს კოლუმბიური შავ-თეთრი კარნავალი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

კარნავალის პირველ დღეს მისი მონაწილეებს ნათელი ფერების ტარებას ურჩევენ, მეორე - „შავ“ დღეს კი სახეებს შავად იღებავენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი