მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კევი მაკარტი სპიკერად აირჩიეს. მაკარტიმ 216 დელეგატის ხმა მიიღო. ბოლო 163 წლის განმავლობაში, ეს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები იყო.
ასევე კონგრესის ისტორიაში პირველად, დემოკრატების ლიდერი აფროამერიკელი წარმოშობის ჰაკიმ ჯეფრისი გახდა.
კევინ მაკარტის სპიკერად არჩევა უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მასთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მაკარტის მიულოცა ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.