ევროპაში რეკორდული სიცხეებია

05 იანვარი 2023, 11:21 550 ნახვა

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია. ბილბაოში ტემპერატურა ივლისის  საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა.

რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც.

შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს.

მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში