ქართული ენის კურსები მუჰაჯირებისთვის

03 იანვარი 2023, 19:45 1708 ნახვა

თურქეთში სოფელ მურღულის სკოლაში არსებული ერთადერთი ქართული ენის შემსწავლელი კლასის დახურვის შემდეგ ეთნიკური ქართველები მშობლიური ენას სხვადასხვა მეთოდით ეუფლებიან. მათ შორის, კულტურული ასოციაციების ბაზაზე შექმნილი სპეციალური კურსებით, ერთ-ერთი ასეთი რამდენიმე თვის წინ ქალაქ ჩარშამბაში გაიხსნა. ეს ქართული ენის პირველი კურსია და ჯგუფში 18 მოსწავლე უკვე ჰყავთ. ისინი იმ მუჰაჯირების შთამომავლები არიან, რომლებმაც საქართველო, რუსეთ -თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ დატოვეს. საქართველოს საზღვრიდან მოშორებით სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქართველებში ენის დაკარგვის საფრთხე გაჩნდა, რადგან მათ ქართველებთან ხშირი კონტაქტი არ აქვთ და სწორედ ამიტომ მათთვის ქართული ენის შესწავლა პრიორიტეტული გახდა, ისევე როგორც ჩვენთვის მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეების ყოველდღიური ყოფა. ირინე წუწუნავას და ანდრია ქაჩიბაიას მორიგი რეპორტაჟი ეთნიკურ ქართველებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენი რეპორტაჟის გმირები მუჰაჯირები არიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში