ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ავრცელებს.
როგორც მეცოლა ტვიტერის გვერდზე წერს, დაუსჯელობა არ იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელასთვის დაიწყო.
ორივე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წევრია. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მანამდე იმუნიტეტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის შეუჩერა, რომელიც კორუფციის საქმის ფიგურანტია.