ჩინეთში ჯანდაცვის სისტემა დიდი დატვირთვით მუშაობს

02 იანვარი 2023, 14:02 427 ნახვა

კოვიდშემთხვევების ზრდის ფონზე ჩინეთის საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალს 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა.     კოვიდპაციენტების   80 %  ძირითადად 65 წელს გადაცილებულები,  ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებია.  

ზოგიერთ  პროვინციაში საავადმყოფოებმა დამატებითი კოვიდსივრცეც კი  მოაწყო.  ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ორშაბათს მხოლოდ ერთი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

დასავლელი ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ჩინეთის კოვიდსტატისტიკას და აცხადებენ, რომ იგი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ კოვიდ-19-ის რეალურ სურათს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი