უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარსარდლის გადაწყვეტილებას ელოდება საერთაშორისო საზოგადოებაც და საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს საზოგადოებასთან მიზეზების ახსნა პირიქით გაუჭირდება.ერთ დროს თანაგუნდელები მის განცხადებებს ახსენებენ, როცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არა და არასდროს შეიწყალებს ყოფილ პრეზიდენტს.