ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობამ, 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ "BBC"-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.
აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.