აქცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან

10 თებერვალი 2025, 18:17 985 ნახვა

დღეს თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის წევრები ამბობდნენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქული მხარე თურქეთში შესვლის უფლებას მათ უმიზეზოდ არ აძლევს.
მოქალაქეები საკითხის მოგვარებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდებიან. სასაზღვრო უწყების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეების საზღვრიდან დაბრუნების მიზეზი დეფორმირებული/ დაზიანებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ან დაზიანებული ფოტოსურათი ხდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში