ელექტროგადამცემ სისტემაში სხვადასხვა სახის დაზიანებებმა, დენის მიწოდებაში შეფერხებები აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გამოიწვია. შედარებით რთული ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში. ამ დროისთვის ყველაზე მეტი აბონენტი ქსელიდან ხულოს სოფლებშია გათიშული. “ენერგო პრო ჯორჯია”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ უამინდობას მასშტაბური შეფერხებები არ გამოუწვევია და შუქის მიწოდება დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება.