საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაცნობა იყო.