მასწავლებელთა კონფერენცია ხულოში

24 დეკემბერი 2022, 14:58 1342 ნახვა

,,პედაგოგიური საქმიანობა და 21-ე საუკუნის გამოწვევები“- თემაზე ხულოში კონფერენცია მოეწყო. შეხვედრაზე პედაგოგებმა ერთმანეთს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს. საგანმანათლებლო ღონისძიებაში სულ 47 მასწავლებელი ჩაერთო, რომლებმაც პრეზენტაციების სახით აუდიტორიას მოხსენებები წარუდგინეს. მსგავსი აქტივობა მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის 2017 წლიდან ტარდება, მისი მიზანი საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებაა. კონფერენციას ამჯერად სოფელ განახლების საჯარო სკოლამ უმასპინძლა. სამომავლოდ იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა, 2023 წელს დაგეგმილია პირველი მოსწავლეთა კონფერენციაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში