საახალწლო აქსესუარებისა და ნაძვის ხეების ბაზრობა ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მოეწყო. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ტერიტორია მოსახერხებელია. მათი თქმით, აქ ვაჭრობის გამო საავტომობილო მოძრაობაც უფრო ნაკლებად შეფერხდება. რაც შეხება ნაძვისხის ფასებს, საახალწლო ატრიბუტის ღირებულება 20 ლარიდან იწყება.