ჩაისუბანში მდინარე ჩაქვის წყალთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, მდინარის კალაპოტი წვიმების დროს დიდდება და მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები მიაქვს. მოსახლეობა 2 წელია, რაც ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქობულეთის მერიამ წერილობითი კომენტარი გააკეთა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული მოქალაქეების პრობლემა მათვის ცნობილია და მუშაობენ ამ საკითხზე.