როგორი იქნება ბათუმის მთავარი ნაძვის ხე?

22 დეკემბერი 2022, 14:33 14948 ნახვა

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ევროპის მოედანზე მთავრდება, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ შერჩეული ესკიზისგან, ის რაც ახლა ევროპის მოედანზეა- განსხვავებულია. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე სწორედ იმ კომპანიას დაუკვეთეს, რომელიც საზოგადოებამ შეარჩია. მერის თქმით, ვერანაირი ფოტო მონტაჟი ვერ შეცვლის წინასაახალწლო განწყობას და 25 დეკემბერს ყველას ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებაზე ეპატიჟება. ნაძვის ხის შეძენა ბათუმის მერიას მილიონ ლარამდე დაუჯდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი