თქვენ არასდროს დარჩებით მარტო - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის

22 დეკემბერი 2022, 10:34 489 ნახვა

თქვენ არასდროს დარჩებით მარტო,- ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას.

შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს, როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომელიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება, მისი არტილერიისა და ტანკებისთვის და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დავდასხმები და ზამთრის, როგორც იარაღის გამოყენების მცდელობები. 

“ამერიკელები ამაყად უჭერენ მათ მხარს, დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროპაში, იაპონიაში და ა.შ., რათა უზრუნველვყოთ, რომ გაქვთ ფინანსური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება, რომელიც გჭირდებათ. დღეს ამაზე ვისაუბრებთ… პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ომისთვის კრემლის მიერ ფასის გადახდის იძულებას და გავაგრძელებთ სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერას. ბატონო პრეზიდენტო, აშშ მხარს უჭერს უკრაიის მამაც ხალხს, მხარს გიჭერთ თქვენ როგორც დიდებულ ლიდერს”, - აღნიშნა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი