უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე სამშობლოში წუხელ გვიან ღამით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
45 წლის მიხეილ თევდორაძე უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. რამდენიმე დღის წინ, ის ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ქართველი მებრძოლების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.
დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.