წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ 40 წლამდე კაცმა მამა სცემა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ძალადობაში ბრალდებული 40 წლის შვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი დეტალები უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.