აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთში კოვიდაფეთქებას გამოეხმაურა

21 დეკემბერი 2022, 12:25 563 ნახვა

შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩინეთს შეუძლია გაუმკლავდეს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდას- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, ჩინეთში კოვიდსიტუაციის გაუმჯობესება კარგია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ვირუსი ვრცელდება, იზრდება მუტაციის საფრთხე. ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ ჩინეთმა მიმდინარე კვირაში განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში