ბათუმელი მოკრივეების წარმატება

19 დეკემბერი 2022, 19:46 2124 ნახვა

ქუთაისში ჩატარდა წარსულში ცნობილი მოკრივისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ კაპატაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კრივში 9-დან 13-მდე ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის 160 მოკრივე მონაწილეობდა. წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენებმა. ექვსი სპორტსმენიდან ექვსივემ სხვადახვა სინჯის მედალი მოიპოვა, - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. თავიანთ წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ მარკ ივასენკო და ლუკა ედიშერაშვილი, დავით მიქელაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, სანდრო ჭინკაძემ, ანდრია დოლიძემ და ალექსანდრე ბალაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა ედიშერაშვილი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. საერთო ჯამში კი ბათუმის კრივის აკადემიიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ექვსი მოკრივე ირიცხება. გუნდი შეჯიბრებისთვის მწვრთნელებმა: რეიმონდო სამორა ნუნისმა, ლაშა ჭეიშვილმა, ედუარდ ლეონიძემ, ლაშა მამუჭაძემ და ჯემალ შალამბერიძემ მოამზადეს. ბათუმის კრივის აკადემიამ 2022 წლის საშეჯიბრო წელი უკვე დაასრულა. 2023 წლიდან კი აკადემიის მოკრივეები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატისთვის და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი