რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი?

19 დეკემბერი 2022, 14:16 13169 ნახვა

რესტორანი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბოლო ერთი თვეა არ ფუნქციონირებდა.  მეპატრონეების ინფორმაციით,  ობიექტი რუსეთის მოქალაქეს აქვს  იჯარით აღებული და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

რაც შეეხება შენობაში  სახანძრო უსაფრთხოებას, ხვიჩა შარაშიძე  ამბობს,  რომ ყველა ნორმა  დაცული იყო და ბოლო 10 წელი რესტორანი შეუფერხებლად მუშაობდა. 

როგორც მოიჯარემ მედიასთან განაცხადა, სავარაუდოდ,  ცეცხლი   ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.  რუსეთის მოქალაქე კი ამბობს, რომ  რესტორანში რემონტი არ ყოფილა დაწყებული და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში