ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე 9 პოლიციელი ემსხვერპლა. ბიბისის ცნობით, პოლიციის ავტოკოლონაზე თავდასხმა ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკთან მოხდა. ქალაქი ბაღდადიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.
თავდაპირველად, სატვირთო ავტომობილის სიახლოვეს, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, ბომბი აფეთქდა, შემდეგ კი რადიკალი ჯიჰადისტები სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.
პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ოფიციალური პირების ცნობით, 1 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.