ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, კრემლი უკრაინის ომში წარუმატებლობის ფონზე, პუტინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს. კრემლს სურს რუსეთის პრეზიდენტი წარმოაჩინოს, როგორც ომის დროს კომპეტენტური ლიდერი.
ანგარიშის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, პუტინის ვიზიტი სამხედრო შტაბში, სწორედ ამის გამოვლინება იყო, ეს ვიზიტი კრემლმა საჯარო იმისთვის გახადა, რომ შეექმნა ლიდერის იმიჯი.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთის მნიშვნელოვანი გამარჯვებების არ არსებობის გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს შექმნას ორგანიზებული სამხედრო სარდლობის ჯაჭვის ილუზია.