საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო შეხვედრებს განაგრძობს. რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტში.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს მაუწყებლის პრიორიტეტები და მათი შერჩევის კრიტერიუმები გააცნეს.