ჰეიდარ ალიევის ვიზიტიდან თვენახევარში საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრიც ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა ალი ასადოვმა ქვეყნის პრემიერ-მინისრთან გამართა, რომელსაც ჯერ პირისპირ ფორმატში შეხვდა. მოგვიანებით კი მხარეებმა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ისაუბრეს.
,,ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ“ - დაწერა მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ .