ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

31 იანვარი 2025, 10:48 97 ნახვა

მეოცე დღეა მზია ამაღლობელი სრულად შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მას უკვე ადვოკატამდე გასავლელი გზის გავლაც უჭირს - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ორგანიზაცია მედიამენეჯერის უფლებადამცველია. 

15 საელჩო, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია უკანონოდ და ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

ამჯერად ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში