საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების შეხვედრა შუახევისა და ხულოს მოსახლეობასთან

11 დეკემბერი 2022, 20:04 724 ნახვა

მაუწებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და, საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით, მოქალაქეთა წინადადებებს ითვალისწინებს.

ხვალ და ზეგ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდებიან.

12 დეკემბერს, 15 საათზე შეხვედრა შუახევის რესურს-ცენტრში, 13 დეკემბერს, 14 საათზე კი ხულოს ბიბლიოთეკაში გაიმართება. შეხვედრების მიზანი, საზოგადოებისტვის მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების გაცნობა  და მოქალაქეთა მოსაზრებების მოსმენაა.   

დასწრება თავისუფალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი