"წლის წარმატებული ხელოვანი“ - ამ წუთებში ბათუმში კულტურის სფეროს მთავარი ჯილდოს გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს.წელს პირველად, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა ნომინაციაში, ოც წარმატებულ ხელოვანს დააჯილდოებს.გამარჯვებულების შერჩევა კონკურსის გზით, კომისიის მიერ მოხდა.
კონკურსის მიზანი ხელოვანთა მხარდაჭერა და მათი ღვაწლის დაფასებაა.გამარჯვებულებს სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი ბრინჯაოს ქანდაკება - „ოვაცია“ და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. საღამოს მუსიკალურად ინდივიდუალური შემსრულებლები და ბენდი აფორმებს.
ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან საქართველოდან.