კორუფციული სკანდალი

10 დეკემბერი 2022, 14:25 790 ნახვა

ბელგიაში, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე პირის  სახლში ჩხრეკა ჩაატარა და სულ მცირე 4 ადამიანი დააკავა.

საქმე ეხება კატარის ინტერესების ლობირებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩხრეკის დროს ჯამში 600 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს. 

უცხოური მედიის ცნობით, მომხდარის გამო ევროპარლამენტარი უკვე გარიცხეს სოციალისტური პარტია „პასოკის“ გაერთიანებიდან, რომლის წევრიც იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი