აჭარის ტანვარჯიშის ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

10 დეკემბერი 2022, 14:13 1250 ნახვა

აჭარის ტანვარჯიშის ნაკრების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე. შეჯიბრებაში ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ, ასპარეზობა სხვადასხვა დისციპლინაში და ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა შორის.

სპორტის ოსტატებში ჩემპიონი გახდა ანი გობაძე, მარიამ დანელია კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სპორტის ოსტატობის კანდიდატების პროგრამით შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონი გახდა თამარ ქათამაძე.

დიდების პირველ თანრიგში მეორე ადგილზე გავიდა თეკლა სირაძე, მოზარდთა თანრიგში კი მესამე ადგილი ნატალი ხოზრევანიძემ დაიკავა. 

ვაჟთა შორის მოზარდთა მესამე თანრიგში ჩემპიონი დემეტრე დიასამიძე გახდა, დავით დიასამიძემ და ანდრია გურგენიძემ  მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი