სეზონური ვირუსები ხულოში

10 დეკემბერი 2022, 11:14 593 ნახვა

ქვეყანაში სეზონური ინფექციები გააქტიურებულია. სპეციალისტები პიკს დეკემბერ-იანვარში ელოდებიან. ბათუმში ბავშვთა  სამედიცინო კლინიკები თითქმის გადავსებულია.

ჩვენს დავინტერესდით რა ხდება ამ მიმართულებით მთიან აჭარაში. ბათუმისგან განსხვავებით სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვიანობა არ გაზრდილა ხულოში. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით გრიპის ვირუსის სიმპტომებით პაციენტები კლინიკას იშვიათად მიმართავენ.

სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება სეზონური ვირუსის საწინააღმდეგო უფასო იმუნიზაცია, ვაქცინაცია პარალელურად ტარდება თემის სამედიცინო პუნქტებშიც ამიტომ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სერვისის მიღება ადგილზეც შეუძლიათ. სეზონური ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ბავშვებშიც, მიზეზად კლინიკაში ბინაზე მკურნალობას ასახელებენ. შემთხვევები ნაკლებია კორონავირუსთან დაკავშირებითაც.

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში