რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მისწრაფებების გამო, უკრაინელი ხალხი მსხვერპლი გახდა.
ამასთან, პუტინის განცხადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ხელს უწყობდა გენოციდსა და ტერორს დონბასში, უკრაინა კოლონიად აქცია და უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს.