საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სახალხო დამცველის კონტიტუციურ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც პროგრამით სარგებლობიდან გამორიცხავს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის სტატუსის მქონეებს.
მოსარჩელეს განმარტებით, მათი გამორიცხვა ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა სიიდან წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების დარღვევას.