მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება, - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში.