მედროშის საქმე

25 თებერვალი 2025, 20:09 134 ნახვა

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, უკვე 40 დღეა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძემ დღეს, კიდევ ერთი წერილი გაავრცელა: „ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისთვის, ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო.
სინდისის პატიმრების აქ, ციხეში, თქვენი კი რუსთაველის გამზირზე. ასევე სხვა ქალაქებშიც ბრძოლის გაგრძელება ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენის ეს წმინდა ბრძოლა, ერთად უფრო ძლიერია.“ ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში