რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება. 5 დეკემბრის ღამეს კი რუსმა სამხედროებმა კრივოი როგი დაბომბეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინულ პოზიციებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 10-მდე თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებითაც.