უკრიანაში ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება სწორედ იქ არი სადაც 5 ქართველი დაიღპა, ეს არის ბახმუტი - სოლედართან ერთად. ამას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
დონეცკის ოლქში მიმდინარე რთულ ვითარებაზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროშიც საუბრობენ, მათი ინფორმაციით რუსეთი სავარაუდოდ გეგმავს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას და ტაქტიკურ გაჭრას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ასევე ბახმუტის დაკავების შემთხვევაში რუსეთის არმიას ექნება შესაძლებლობა დაემუქროს კრამატორსკსა და სლოვიანსკს.
ბრიტანეთის თავდაცვის ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის აღება რუსეთისთვის, სიმბოლური და პოლიტიკური მიზნის მატარებელია.