ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

04 დეკემბერი 2022, 10:53 432 ნახვა

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.

სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი