ბრაზილიაში წყალდიდობას ებრძვიან

03 დეკემბერი 2022, 10:12 542 ნახვა

ბრაზილია 4 დღიანი გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას  ებრძვის. ყველაზე მეტად სამხრეთ ნაწილი დაზარალდა, არიან დაღუპულები და დაკარგულები. წყლის დონის სიმაღლიდან გამომდინარე, მოსახლეობა გადასარჩენად სახლის სახურავებზე ავიდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაციას მაშველები ვერტმფრენების დახმარებით ახორციელებენ.

თითქმის ყველა შტატში გამოცხადებულია საფრთხის ნარინჯისფერი დონე, წყალდიდობას მოჰყვა მეწყერიც. დანგრეულია ასობით სახლი.

სტიქიის შედეგად თითქმის 32 000 ადამიანი დაზარალდა, 3 500-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

ოჯახების დასახმარებლად მოქმედებს საქველმოქმედო ორგანიზაციები, ადგილობრივებს ღამის გათევა სპორტდარბაზებში უწევთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი