ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნეს.
სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა.