ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ამანათი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი საელჩოსთან გამვლელმა დატოვა. ადგილზე სამართალდამცაველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მეხანძრე მაშველები იყვნენ მობილიზებული. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პაკეტი საფრთხის შემცველი არ იყო. ინციდენტს წინ უძღოდა ესპანეთში რამდენიმე მისამართზე ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილების გაგზავნა.