საბინაო სექტორში არსებულ პრობლემებსა გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა ბათუმში.„ჩემი სახლის მმართველი - შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ -პროექტის ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანია საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისების, ე.წ. „ჰაუს-მასტერის“ პროფესიის დანერგვის შესაძლებლობა და უკვე აშენებული შენობა ნაგებობების მოვლა-პატრონობა. პროექტი გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ხორცილედება.