პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა ქუთაისში. ფილმის ჩვენებასთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით აგვისტოში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სტუდენტთა დიალექტოლოგიური პრაქტიკა-ექსპედიციის შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაც ჩატარდა. კონფერენციას და ფილმის ჩვენებას zoom-ის პლატფორმის საშუალებით თურქეთში მცხოვრები ქართველები და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები ერთვებოდნენ. ტარიელ ფუტკარაძე იყო ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.