საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის კანდიდატების შესახებ პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს, მომავალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკომიისის ერთ- ერთი რეკომენდაციაა, რომელიც მხარეების განცხადებით, უნდა შესრულდეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებს უნდობლობას უცხადებს. ნინო ლომჯარიას ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება.