ხულოს საკრებულოს სხდომა

25 ნოემბერი 2022, 17:28 2399 ნახვა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში.  დეპუტატებმა   2022 წლის  ბიუჯეტში შესატან მცირე ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.  გადაწყვეტილების მიხედვით ეკონომიის ხარჯზე მიღებული თანხები სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება. დღესვე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგზე რამდენიმე ამბულატორიის გადაცემის საკითხსაც.   სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ,,გახარია  საქართველოსთვის“  პარტიის წევრმა. ირაკლი ბოლქვაძის განცხადებით,  საკრებულო სხვადასხვა იურიდიულ აქტებს  არასწორად  აფორმებს და ის არ აპირებს მსგავს კანონდარღვევაში მონაწილეობს მიღებას.  დეპუტატის ბრალდება უკომენტაროდ დატოვეს მმართველ გუნდში. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში