დიდება უკრაინას - მეცოლას პასუხი კიბერთავდასხმაზე

24 ნოემბერი 2022, 10:27 535 ნახვა

ევროპარლამენტის ვებგვერდი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი  რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი კრემლის მომხრე დაჯგუფებაა.

„ევროპარლამენტის ვებგვერდი მასშტაბური კიბერშეტევის ქვეშაა. პასუხისმგებლობა კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო. ჩვენი აი-ტი ექსპერტები წინააღმდეგობას უწევენ და ჩვენს სისტემას იცავენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ.ჩემი პასუხი: დიდება უკრაინას“, - წერს მეცოლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი