შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რამდენიმე წუთში მიიღებს. 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი 6.5 %- დარჩა. ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებენ ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.